ახალი ამბები
ბაღდათში ჭაში ჩავარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
FaceBook

ბაღდათში, სოფელი ოფჩაში, 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.

სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
Print