ახალი ამბები
მგფ–მ ქუთაისში ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დააანონსა
FaceBook
მუნიციპალური გავითარების ფონდმა ქუთაისში ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დააანონსა.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შენგელიას თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ტენდერი ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება. საპროექტო დოკუმენტაციის შეძენას ერთი წელი დასჭირდება, სამუშაოები კი მინიმუმ ორი წელი გაგრძელდება.

"ეს პროექტი არის კომპლექსური. საკმოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. შესაბამისად, ვფიქრობთ, 2019 წლის ბოლოს დავასრულებთ საპროექტო დოკუმენტაციის შეძენას, მშენებლობა კი ორი წელი მაინც გასტანს",–ამბობს გიორგი შენგელია.

გიორგი შენგელიამ "საქმიან დილაში" ასევე ისაუბრა დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციაზეც, რაზეც მისი თქმით, პროექტი უკვე არსებობს. სამშენებლო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.

დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისის მერიას "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეახსენა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტში არც ერთი მსხვილი პროექტისთვის, რომელიც დაანონსა,  ხარჯები არ გაითვალისწინა. 

Print