ახალი ამბები
პოლიციელის მიერ უფლების გადამეტების შემთხვევებზე გენინსპექციის ცხელი ხაზი ამოქმედდა
FaceBook
გენერალურ ისპექციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.  ცხელი ხაზი მოქალაქეებისთვის 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
ნომერზე  – "126" – მოქალაქეებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ, თუ მათი უფლებები შელახული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან.

"თუ ფლობთ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დანაშაულებრივი საქმიანობის ან სხვა სამართალდარღვევის თაობაზე, ან თვლით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არღვევს სხვის ან თქვენს უფლებებს, რეაგირების მიზნით აუცილებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე," – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, 2018 წლის 9 თვეში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, ადმინისტრაციული სახდელი 8 პოლიციელს დაეკისრა.
Print