ახალი ამბები
იმერეთში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 

დღეს, 19 ნოემბერს, ქუთაისში მშრალი ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი  16 – 21 გრადუსი იქნება. 

20  ნოემბრიდან, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ვარაუდობენ. 

"23 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ცვალებადი  იმიმართულების ქარი, ტემპერატურა კი  7–12 გრადუსი იქნება," – გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისიცე ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან კვირის ბოლომდე ტემპერატურა ისევ მოიმატებს და ამინდი დათბება.


Print