ახალი ამბები
საქართველო–ყაზახეთის მატჩს ქუთაისში ღია ცის ქვეშ აჩვენებენ
FaceBook
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს,  რომელსაც ყაზახეთის ნაკრებთან გამართავს, ქუთაისში, ღი ცის ქვეშ აჩვენებენ.
მონ-პლაზირის თაღის ქვეშ დამონტჟდება ეკრანი და დასაჯდომი ადგილები, სადაც გულშემატკივრებს მატჩის ყურება შეეძლებათ.
მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან.

საქართველო – ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს 4 რეგიონში გაიმართება. დიდ ეკრანზე მატჩის ნახვას გულსემატკივრები ბათუმში, ამბროლაურსა და თელავშიც შეძლებენ.

მატჩი დინამო არენაზე 21: 00 საათზე დაიწყება.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კი გულშემატკივარს მისვლა 20:00 საათიდან შეეძლება.

Print