ახალი ამბები
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმის მესამე დღე
FaceBook
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი მესამე დღეა მიმდინარეობს. 

ფორუმის მესამე დღე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამასა და ორ სრულმეტრაჟიან ფილმს დაეთმობა .

წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ასევე თინათინ ყაჯიშვილის "ჰორიზონტი" და გიგიშა აბაშიძის "მეზობლები".

ფილმები 11:00, 15:00 და 17:30 საათზე კინოთეატრ "საქართველოში" გაიმართება.

ფორუმი 19 ნოემბერს დასრულდება.

ქართული კინოს ფორუმი ქართული კინოს 110 წლისთავს ეძღვნება.

Print