ახალი ამბები
"ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება" – ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა.

კინოფორუმზე წარმოდგენილი იქნება ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახანს დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა.

ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.
ფორუმის პირველი დღე ლევან გაბრიაძის ანიმაციურ– დოკუმენტურ ფილმს "ჰარი, ჰარალე დედაო", დაეთმო, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო გაბრიაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

17 ნოემბერს კინო "საქართველოში" წარმოდგენილი იქნება ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ასევე ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი "აღლუმი" (რეჟისორი ნინო ჟვანია) და "ურსუსი" რეჟისორი ოთარ შამათავა. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

"ძალიან საპასუხისმგებლოა ფორუმში მონაწილეობა. ჯერ ერთი ჩემს ფილმს "ურსუსს" პირველად ვნახავ მთლიანობაში. მეორეს, მხრივ ფილმის პრემიერა იმართება ქუთაისში, რომელიც გამოირჩევა დახვეწილობით და დიდი იუმორით. ამიტომ ძალიან საპასუხისმგებლოა. აქ იქნებიან კინოკრიტიკოსები, ბლოგერები და კარგი გაგებით "ჩასაფრებული ხალხი" ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის გაგება. ფილმი არის გაქცევზე. მთავარი გმირი გაურბის ყველაფერს პირველ რიგში საკუთარ თავს, თუმცა საკუთარ თავს ვერ გაექცევი მოგეხსენებათ~, – აღნიშნავს რეჟისორი ოთარ შამათავა.

ფილმების ჩვენება 15:00 და 17:30 საათებზე გაიმართება.

Print