ახალი ამბები
ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება. ქალაქის ცენტრში უკვე მოწყობილია სცენა. დამონტაჟებულია მონიტორები..

კონცერტის ორგანიზების გამო თამარ მეფის ქუჩიდან წერეთლის ქუჩაზე გასასვლელი დაკეტილია. 

კონცერტზე მომღერლები მხოლოდ თბილისიდან არიან მოწვეულნი. ადგილობრივი შემსრულებლები დღევანდელ კონცერტზე არ იმღერებენ.

როგორც ქუთაისის საკრებულოს კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ოთარ ლორთქიფანიძე ამბობს, კონცერტზე არც კანდიდატსა და არც სხვა პოლიტიკურ ლიდერს არ ელოდებიან.

"პოლიტიკური ლიდერები არ იქნებიან. მხოლოდ კონცერტია. თბილისიდან არის ყველა მომღერალი მოწვეული. ბესო კალანდაძე, ბორის ბედია, ნუგზარ კვაშალი და სხვები. დაახლოებით შვიდი მომღერალი იქნება",–ამბობს ოთარ ლორთქიფანიძე.

კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყება.





Print