ახალი ამბები
„ვიკრიბებით ძველი და ახალი გვარდია“ - ომარ ნიშნიანიძე ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას აანონსებს
FaceBook
პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, 17 ნოემბერს, ქუთაისში, ოპოზიციის წინააღმდეგ შეკრებას სლოგანით -არა ნაციონალებს! არა ვაშაძეს! აანონსებს.
ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებისკენ მოუწოდებს.

ნიშნიანიძე მიმართვას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

"ვიკრიბებით ძველი და ახალი გვარდია. ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის მომავალი, ვინც ემიჯნება ძალადობას და ვისაც ახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სასტიკი წლები. ერთად ვუთხრათ უარი მოძალადე რეჟიმს, არ მივცეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა. არა ძალადობას! არა ნაციონალებს! არა მიშას! არა ვაშაძეს!" - წერს ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში.

არა მიშას! არა ვაშაძეს!"- ამ სლოგანით რამდენიმე დღის წინ ქუთაისში შტატებიც გაიხსნა. "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულიაც.

Print