ახალი ამბები
უდანაშაულო ბიჭები ჩასვეს ციხეში - ქუთაისის ციხეში ხუთმა პატიმარმა პირი ამოიკერა
FaceBook
"გეგმა ჰქონდათ შესასრულებლი და ვიღავ ხომ უნდა აეყვანათ. ის, ვის გაქცევაშიც გვდებენ ბრალს, ერთი წუთითაც არ ყოფილა დაკავებული. სამაგიეროდ, სრულიად უდანაშაულო ბიჭები ჩასვეს ციხეში და სამიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს".


ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ხუთ პატიმარს პროტესტის უკიდურესი ფორმის, პირის ამოკერვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მოწოდებით, პატიმრების თანასოფლები და ოჯახის წევრები ქუთაისში სასჯელაღსულების დაწესებულის წინ გამოვიდნენ.
"მინდა მოვუწოდო ჩემს მეგობრებს, რომელთან ერთად ვიყავი და ბრალად გვედებოდა პატიმრის გაპარება და პოლიციაზე ჯგუფური თავდასხმა,  შეწყვიტონ შიმშილობა, თვალის და პირის ამოკერვა, რადგან ამით გულს ვერავის აუჩუყებენ. მინდოდა სამართლიანობის აღსადგენად ცივილიზებული ფორმით მებრძოლა. სულ ტყულად გვქონდა იმედი ამ ახლი მთავრობის, რომ დაიწყებოდა სამართლიანობის დაცვა და აღდგენა ", - განაცხადა მარტვილის სოფელ ბანძის მკვიდრმა, მაია კეკელიამ.
კეკელია ჰყვება, რომ 2014 წელს ის და მისი მეგობრები სამართალდამცავებმა სრულიად უსამართლოდ დააკავეს. ასევე, უსამართლოდ მოხდა სასამართლო პროცესზე მათთვის ბრალის წაყენება.
"გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი და ვიღაც ხომ უნდა აეყვანათ. ის, ვის გაქცევაში გვდებენ ბრალს, ერთი წუთითაც არ ყოფილა დაკავებული. სამაგიეროდ, სრულიად უდანაშაულო ბიჭები ჩასვეს ციხეში და სამიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს", - ამბობს კეკლია.
მაია კეკელიას განმარტებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა ამბობს, რომ საქმეს მსვლელობა არ მისცემია.


Print