ახალი ამბები
კინოფორუმი ანიმაციური ფილმით გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში კინოფორუმი 16 ნოემბერს გაიხსნება.

წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმი "ჰარი-ჰარალე დედაო!", რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორის - რეზო გაბრიაძის შესახებაა გადაღებული. ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის ავტორი ლევან გაბრიაძეა.

კინოფორუმი 18:00 საათზე, კინოთეატრ "საქართველოში" გაიმართება.

ქართული კინოსფორუმის ფარგლებში სულ 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები.

კინოფორუმი დამსწრე საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამასაც შესთავაზებს, რომელიც 17 და 18 ნოემბერს გაიმართება.

Print