ახალი ამბები
გმირს, რომელმაც ხანძრის დროს ადამიანები გადაარჩინა, "Toyota"-მ ახალი მანქანა აჩუქა
FaceBook
მამაკაცს, რომელმაც კალოფორნიაში ხანძრის დროს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, Toyota-მ ახალი ავტომანქანა აჩუქა.

ალიენ პირსი თავისი "Toyota Tundra"-ს მოდელით ხანძრის ეპიცენტრში სამჯერ შევიდა და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მესამე ჯერზე მას მანქანა დაეწვა.

ალან პირსი ამბობს, რომ ადამიანების გადარჩენაში სწორედ ავტომობილი დაეხმარა და ამის შესახებ თავის ინსტაგრამ გვერდზე დაწერა.

"ამ მანქანამ დღეს ჩემი სოცოცხლე გადაარჩინა. ჩემი პატარა სამოთხის ქალაქი იწვის და "პანდრამ" საშუალება მომცა ჩემი და სხვების სიცოცხლე გადამერჩინა", - წერს ის.

New York Time-ის ჟურნალისტი, ჯენ ნიკასი Twitter-ზე ყვება, როგორ უყურებდა ალანი ცეცხლის ალში გახვეულ სხვა ავტომანქანებს და ფიქრობდა, რომ შემდეგი მისი იქნებოდა. ასევე,
მან თავისი ოჯახის წევრებისთვის გამოსამშვიდობებელი მესიჯი ჩაწერა: "თუ არ გამომივიდა, მინდა იცოდეთ, რომ მე შევეცადე".

პირსის ოჯახმაც დაკარგა სახლი ძლიერი ხანძრის დროს. ამის შემდეგ კი ოჯახი საავადმყოფოს პერსონალის დასახმარებლად წავიდა.

გამოცემა, ასევე, წერს, რომ საქველმოქმედო გვერდმა gofundme - ალანისა და მისი ოჯახის დასახმარებლად 15, 000 დოლარი ორ დღეში შეაგროვა.

მამაკაცის გმირობა შენიშნეს Toyota-ს ცენტრში, რის შემდეგაც განცხადება გაავრცელეს, რომ ალიენს "Toyota Tundra"-ს ახალ მოდელს ჩუქნიდნენ.

კალიფორნიის ისტორიაში ერთერთი უმწვავესი ხაძარი მძვინვარებს. გამოცემა "Independent"-ის ინფორმაციით, ცეცხლმა 44 ადამიანი იმსხვერპლა, 200-მდე კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან.

მასალა თარგმნილია გამოცემა Independent-ის მიხედვით.


ამავე თემაზე:

"სამოთხის ქალაქი იწვის" - ფოტოები კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძრიდან
Print