ახალი ამბები
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება
FaceBook
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. დეპუტატები ბიუჯეტს პროგრამების მიხედვით, კომისიებში განიხილავენ.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესასწავლად დეპუტატებს ათდღიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც  შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტს კვლავ მერიას დაუბრუნებენ.

აღმასრულებელს  კი შენიშვნების გასათვალისწინებლად ორკვირიანი ვადა ექნება.

ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გავა.

ქუთაისის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე ისაუბრა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები მერიის წარმომადგენლებმა მუნციპალიტეტებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს გააცნო.

2019 წლის ბიუჯეტში ორი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა და სოციალური სფეროა.  ბიუჯეტის მოცულობა  53 მილიონი ლარი იქნება.

ამავე თემაზე:

რა სურს ხალხს? - პროექტები, რომლის დაფინანსებასაც 2019 წლის ბიუჯეტიდან ითხოვენ

Print