ახალი ამბები
ხონში ჯარისკაცი გარდაიცვალა
FaceBook
ხონში 29 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა.
ის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორი იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

სამინისტროში ამბობენ, რომ დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
Print