ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლოდ 16 000 ლარის ფეიერვერკის შეიძენს
FaceBook
ქუთაისის მერია ახალი წლის ღამისთვის 16 408 ლარის ღირებულების 150 ცალ ფეიერვერკს შეიძენს. პიროტექნიკის შესაძენად ელექტრონული ტენდერი (NAT180017713) უკვე გამოცხადდა.

მერიამ უკვე გამოაცხადა ორი ტენდერი საახალწლო დეკორაციების შესაძენად. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წელს საახალწლო მორთულობებს ახალი განათებები დაემატება.

წლის მთავარ დღესასწაულზე მერია სიახლეებსაც  აანონსებს, თუმცა, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ რას სთავაზობს ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია - საახალწლოდ სიახლეებს უნდა ველოდოთ
Print