ახალი ამბები
"ევრპული საქართველოს" წყალტუბოს საარჩევნო შტაბის მენეჯერი "ოცნებას" შეუერთდა
FaceBook
"ევროპული საქართველოს"  წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა გოჩა ჩაკვეტაძემ პარტიის შტაბი დატოვა და მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა.
გადაწყვეტილების მიზეზად "ევროპული საქართველოს" მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, შტაბში მენეჯერად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიიწვიეს.

"იმ თანამებრძოლებს, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან 2011 წლის შემდეგ და ჩვენ გაგვაჩნია საერთო პოლიტიკური ფასეულობები, ასევე, რომლებსაც ჩემი სჯერათ და ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ, მოვუწოდებ, დავუსვათ წერტილი "ნაციონალური მოძრაობის" სახელმწიფო სათავეში მოსვლას და კიდევ ერთხელ არ დავუშვათ ის შეცდომა, რომელიც მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. დავდგეთ "ქართული ოცნების" გვერდით, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებს ყველა იმ ხარვეზს, რაც მოხდა ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში და ქვეყანას წაიყვანს სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით" - განაცხადა გოჩა ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძის თქმით, უკვე ჰყავს თანამოაზრეები, რომლებიც მმართველ გუნდს მასთან ერთად შეუერთდება.
Print