ახალი ამბები
ქუთაისის მერი მოვაჭრეების პროტესტზე - მართლები არიან
FaceBook
მერიამ გუბერნიას წერილობით მიმართა, კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის შემდეგაც ადგილობრივ თვითმმართველობებს გარევაჭრობაზე ჯარიმის გამოწერის უფლება გადაეცეთ.


ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხდებით, მოვაჭრეების პროტესტი სამართლიანია, რადგან ისინი ითხოვენ კანონის დაცვას. აღნიშნულის შესახებ განმარტება ქალაქის მერმა მოავაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"მე მესმის ამ ადამიანების და ისინი  არიან მართლები. გარევაჭრობა არ უნდა იყოს იქ, სადაც არ არის დაშვებული. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე და თვითმმართველობას გარევაჭრობა აკრძალული გვაქვს.  მაგრამ ეს არის მაცივრისა და ბურახის აპარატებზე. საქართველოს მოქმედი კანონდებლობით, ქუთაისის მერიას არ აქვს ჯარიმის გამოწერის უფლება. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია", - განმარტა შოთა მურღულიამ. მისი განმარტებით, ქუთაისის მერიამ გუბერნიას წერილობით  მიმართა იმის შესახებ, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის შემდეგაც ადგილობრივ თვითმმართველობებს გარევაჭრობაზე ჯარიმის გამოწერის უფლება გადმოეცეთ.
მოვაჭრეებმა დღეს დილიდან ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს, რის შემდეგაც მერიის ადმინისტრაციულ შენობაშიც სცადეს შეჭრა. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.

თეკლე მორგოშია
Print