ახალი ამბები
ზესტაფონში ე.წ სტაინშჩიკმა სტაიანშჩიკი მოკლა
FaceBook
ზესტაფონში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ სტაიანშჩიკმა სტაიანშჩიკი მოკლა. 
არსებული ინფორმაციით, სტაიანშჩიკებმა თანხა ვერ გაიყვეს.

" ერთმა მეორეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სავარაოდოდ ორივე ნასვამი იყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკველობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განმარტავენ, რომ ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებულია.

გამოძიება 117–ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
Print