ახალი ამბები
საქართველოში სამუშაო დღეს არჩევნები 2006 წლიდან მეოთხედ ტარდება
FaceBook
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად დასახელებული 28 ნოემბერი, საქართველოში არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარების პირველი შემთხვევა არ იქნება.

ასევე, სამუშაო დღეს ჩატარდა არჩევნები 2006, 2008 და 2012 წლებში.

კერძოდ, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 5 ოქტომბერს, ოთხშაბათს გაიმართა.

2008 წელს, პარლამენტის არჩევნები 21 მაისს, ხუთშაბათს ჩატარდა.

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს იყო.

2018 წლის 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კი ოთხშაბათს გაიმართება. რის გამოც, საქართველოში 28 ნოემბერი არასამუშაო დღედ გამოცხადდა, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე 20:00 საათის ნაცვლად, ხმის მიცემა ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი.

Print