ახალი ამბები
"პარლამენტის მიმდებარედ არსებული მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი"
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მმართველ გუნდს ამომრჩეველთა მოტყუებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლის გიგა შუშანიას განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ქუთაისის საკრებულომ პარლამენტის მიმდებარედ არსებული 20 ჰექტარი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელზეც, როგორც "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, უნდა განხორციელებულიყო 270 მილიონი ევროს ინვესტიცია.

პროექტის მიხედვით, უნდა აშენებულიყო რამდენიმე, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სტადიონი, კაზინო, დიდი სავაჭრო ცენტრი და.ა.შ. ამ პროექტს უწოდეს "ოცნების ქალაქი".

ინვესტიაციის განხორციელებელი უნდა ყოფილიყო კომპანია "აია ინტერტაიმენტი", რომელიც ქუთაისის გარდა მოიცავდა წყლატუბოსა და სამტრედიის ნაწილსაც, ჯამში 60 ჰექტარ მიწას.

"ეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად იყო "ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ქუთაისმა "ოცნების ქალაქის" ნაცვლად მიიღო საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა, ქალაქიდან მასიური მიგრაცია, გაღარიბებული მოსახლეობა და გადათხრილი ქუჩები", –  აცხადებს შუშანია.  

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად საკრებულოს დადგენილებისა და წინასწარი შეთანხმებისა, რომ მიწა პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში უკან დაუბრუნდებოდა ქალაქს, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს აღნიშნული მიწის გადმოცემაზე.

გიგა შუაშანია ვარაუდობს, რომ ამ მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის სამინისტრო მისთვის გადასაცემად ამზადებს აღნიშნულ მიწას.

"ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს მიწა სასწრაფოდ დაუბრუნდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტს. მოვუწოდებთ ქუთაისის საკრებულოს, მისი დადგენილების შესაბამისად, დაიცვას ქალაქის ინტერესები. ასევე, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ამ ავანტიურაში მონაწილე ყველა პირი", - ამბობს შუშანია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" განმარტავენ, რომ ქუთაისის მერიას მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებაზე მათთვის მომართული არ აქვს. ხოლო რაც შეეხება მის გასხვისებას, სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ქონება, ზემოთაღნიშნულიც ექვემდებარება განკარგვას და თუ იქნება დაინტერესება შესაბამისი საინვესტიციო პირობებით, ამ ქონების გასხვისებას განიხილავენ.



ამავე თემაზე:


ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი- ქალაქი აშენდება

Print