ახალი ამბები
ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღეს დაასახელებს
FaceBook
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 13:00 საათზე სხდომა გაიმართება,
სადაც ერთ–ერთი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე არის განთავსებული.

სხომაზე განსახილველი მეორე საკითხი განკარგულებაა, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. იმის გამო, რომ პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ზღვარი ვერცერთმა გადალახა, საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. პირველ ტურში ამომრჩევლთა ხმები ასე გადანაწილდა.
დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 38.64%

გრიგოლ ვაშაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -37.74%

დავით ბაქრაძე
პ/გ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"
10.97%

შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.74%

დავით უსუფაშვილი
პ/გ "თავისუფალი დემოკრატები"- 2.26%
Print
თეგები: #არჩევმები 2018