ახალი ამბები
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება
FaceBook

პლენარული სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის  განხილვა იგეგმება, კვორუმის არარსებობის გამო ოთხ საათამდე გადაიდო.


სხდომის დაწყების წინ, რეგისტრაციის მიხედვით, კვორუმისთვის საჭირო რაოდენობა შეიკრიბა, თუმცა, როგორც ოპოზიციამ აღმოაჩნა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა "ევროპულმა საქართველომ". მათი თქმით, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა ის, რომ ბიუჯეტის განხლვას მათივე დეპუტატები არ ესწრებიან.

"ევროპული საქართველოს" განცხადებას დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომის წამყვანმა, გია ვოლსკიმ 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. 

შესვენების დროის ამოწურვის შემდეგაც დარბაზში დეპუტატების საჭირო რაოდენობა ვერ შეიკრიბა, რის გამოც სხდომა ოთხ საათამდე გადაიდო.

 

Print