ახალი ამბები
ქუთაისის მერია – გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გარევაჭრობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს. თუმცა, მერიაში განმარტავენ, რომ ამის უფლება არსებული კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს.
"ჩვენ გვაქვს მხოლოდ მონიტორინგისა და კონტროლის უფლება, რომელიც ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად ტარდება. ასევე, ჩვენ ვადგენთ გარევაჭრობისთვის ადგილების გამოყოფის საკითხს, რაც მხოლოდ მაცივრებზე ვრცელდება. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს რეგულაციებიც არ არის დაცული", – განმარტავს ბაქარ ჭეიშვილი.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა შეეცდება კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მეტად გაამკაცროს კონტროლი.
მოვაჭრეებმა დღეს დილიდან ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს, რის შემდეგაც მერიის ადმინისტრაციულ შენობაშიც სცადეს შეჭრა. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. 
თეკლე მორგოშია
Print