ახალი ამბები
ხარაგაულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
ხარაგაულში,  საქასრიის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი.

ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები. 

ხანძარი, ასევე, ლოკალიზებულია ბაღდათის ტყეში. 

Print