ახალი ამბები
ბაღდათის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
ბაღდათში, სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დამწვარია 10 ჰა ფართობი.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში,“  - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.

ზეკარის ტყეში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა.

Print