პოლიტიკა
"არა მიშას" – ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის ოფისები გაიხსნა
FaceBook
,,არა მიშას არა ნაცებს," - ამ სლოგანებით ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის ოფისები გაიხსნა.

"ეს ოფისი იმუშავებს იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ სწორი მესიჯები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა," - ამბობს ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის ერთერთი ოფისის დამფუძნებელი გოგიტა გეგელაშვილი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში, პრეზიდენტობის კანდიდატ თემურ შაშიაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომოადგენელი გახლდათ.

სამოქალაქო საზოგადოების დამფუძნებლების ინფორმაცითვე, ამ ფორმით ისინი არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების, არამედ ქართულ ოცნებაში პორტირებული ნაციონალების წინააღმდეგ იბრძოლებენ.

ქუთაისში ამ ეტაპზე სულ ორი შტაბი იფუნქციონირებს.







Print