ახალი ამბები
"ოცნების" ქუთაისის შტაბში კოორდინატორების მობილიზებაა
FaceBook
"ქართული ოცნების " ქუთაისის შტაბთან  პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებული.

მხარდამჭერები ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას  და პარტიის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელს, დიმიტრი სამხარაძეს ხვდებიან.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატის  და  ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელის, მურმან გუბელაძის თქმით, კოორდინატორებთან შეხვედრა არჩევნების შედეგებს უკავშირდება.

"გაანალიზებენ რა მოხდა პირველ ტურში და იმსჯელბენ შედეგებზე" - ამბობს მურმან გუბელაძე. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია დაბარებული.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძცე, რომლის თქმითაც, შეხვედრაზე ისუაბრებენ მეორე ტურზეც. 

პარტიის ოფისში მივიდა ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვებულებაში იმყოფება.

ოფისთან ასევე  იმყოფებიან   საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია მის მოადგილეებთან ერთად და საკრებულოს დეპუტატები.

პარტიის ლიდერებთან შეხვედრას ესწრებიან მერიის ააიპისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიც.
Print