ახალი ამბები
ხარაგაულში ტყე იწვის
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხარაგაულში, საქასრიის ტყე იწვის.

ხანძარი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს მოედო. 

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი. 

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.

მათივე ცნობით დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. 

მესამე დღეა ხანძარია ბაღდათის ტყეშიც. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციით, რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.

ხანძრის ჩასაქრობად 200–მე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია.

ზეკარის ტყეში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დაწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია. მათივე თქმით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბაღდათში ხანძრის ეპიცენტრში – დრონით გადაღებული კადრები (ვიდეო)



Print