ახალი ამბები
რა ხდება ბაღდათში ხანძრის ეპიცენტრში – დრონით გადაღებული კადრები (ვიდეო)
FaceBook
ბაღდათის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.
ხანძრის ეპიცენტრიდან კადრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციით, რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.

ხანძრის ჩასაქრობად 200–მე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია.

ზეკარის ტყეში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დაწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია. მათივე თქმით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

Print