ახალი ამბები
2019 წელს აბიტურიენტები გამოცდებს შეცვლილი ფორმატით ჩააბარებენ
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს, აბიტურიენტები, შეცვლილი ფორმატით გამოცდებს ჩააბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და უცხო ენებში.

ცვლილებები შეეხება, ტესტების როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე, ქულების რაოდენობასაც. კონკრეტულად, ტესტიდან მოხდება ზოგიერთი დავალების ამოღება, შემცირდება არჩევითი პასუხების რაოდენობა და შეიცვლება თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა.

ყველა საგანში უცვლელი დაჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

უფრო ვრცლად 2019 წლის ტესტების ფორმატში შეტანილი ცვლილებების შესახებ ნახეთ აქ.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ტესტების ფორმატში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, წინა წლების ტესტებისა და გამოცდების შედეგების ანალიზმა აჩვენა.

Print