ახალი ამბები
ბაღდათის ტყეში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან (ვიდეო)
FaceBook
ბაღდათის სოფელ ზეკარის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები მესამე დღეა ცდილობენ.
ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა. ადგილზე მობილიზებულია 200 მეხანძრე.

ხანძარი რელიეფურად რთულ ადგილზეა გაჩენილი, სადაც ტექნიკა შესვლას ვერ ახერხებს, რის გამოც, ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა.

ზეკარის ტყეში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დაწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია. მათივე თქმით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.


ამავე თემაზე:


ბაღდათში ტყე იწვის

ბაღდათის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბაღდათის ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ - მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა



Print