ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი მთელი კვირა დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოდან 13 ნოემბრის ჩათვლით, შესაძლოა, ცალკეულ რაიონში მცირე ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. 

"ასევე, კვირის ბოლომდე, 16 ნომებრამდეც შეიძლება იყოს მცირე ხანმოკლე წვიმა. ღამის ტემპერატურა კვლავ თბილი, 5-10 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღის 14-18 გრადუსამდეა ნავარაუდევი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მათივე ინფორმაციით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში, დროგამოშვებით, აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება.
Print