ახალი ამბები
ბაღდათის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
FaceBook
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხვალ, დილიდან მოახდენს მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას.

ადგილზე რჩება 55 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი.

Print