ახალი ამბები
ბაღდათში ტყე იწვის
FaceBook
ბაღდათში,  სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.

დამწვარია 5 ჰა ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც  ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
Print
თეგები: #ხანძარი