ახალი ამბები
„საწვავის გაძვირება უდრის ყველაფრის გაძვირებას" - საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook
"პროტესტი საწვავის მაღალ ფასებს!", "საწვავის გაძვირება უდრის ყველაფრის გაძვირებას" - ეს სლოგანები გაჟღერდა აქციაზე, რომელიც  ქუთაისელმა მძღოლებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობათან მოაწყვეს.

აქციის ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას არ წარმოადგენენ და რომ ეს არის მოქალაქეების პროტესტი.

"დღევანდელია ქცია არის სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში, ეძღვნება საწვავის გაძვირებას. ჩვენ ვითხოვთ აქციზის შემცირების ხარჯზე, დაიკლოს საწვავის ფასმა. ვინც არის საწვავისა და აქციზის გაზრდა-დაკლებასთან დაკავშირებით პასუხისმებელი ორგანო, იმის მიმართ არის ეს პროტესტი. ეს საინფორმაციო აქციაა, მოგვხედონ ხალხს და დაწიონ ფასები," - აღნიშნეს აქციაზე. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი გველესიანის თქმით, 2016 წელს აქციზის ფასი იყო დაბალი, შესაბამისად საწვავის ფასიც დაბალი იყო.  2017 წლის იანვრიდან, როდესაც აქციზმა მოიმატა,  შესაბამისად, საწავზე და კონკრეტულად ბენზინზე ფასი გაიზარდა 18 თეთრით, დიზელზე -22 და გაზზე 12 თეთრით.
"არ ვიცოდით ხალხს თუ პრობლემები ქონდაო, ასე ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და აგერ ვატყობინებთ, რომ პრობლემები გვაქვს და ძალიან ძიმედ აწევს ჩვენ ჯიბეს საწვავზე ფასების ზრდა", -აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.



აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სწორედ ახლა მიმდინარეობს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და მასში უნდა შევდიეს კორექტივები ამ მიმართულებით.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქცია სხვა სახესა და მასშტაბებს მიიღებს. მას შეუერთდებიან თბილისელი და ბათუმელი მძღოლებიც.

Print