ახალი ამბები
ახლადგახსნილი თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია
FaceBook
თეთრ ხიდის ნაწილი რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული და დროებით გადაკეტილია.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ხიდზე ფილის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.  

"ის ფილა იცვლება, სადაც ამოტვიფრულ ტექსზე ავტორი შეცდომით იყო მითითებული", - ამბობს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეონა გიორგაძე. 



თეთრი ხიდი საზეიმოდ 3 ნოემბერს გაიხსნა.

მალევე აღმოჩნდა, რომ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.

შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.


ამავე თემაზე:

თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს
Print