ახალი ამბები
ქუთაისში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
FaceBook
"სიაგარეტის დაგდებაზე რომ არის კანონი და ჯარიმა, გარევაჭრობა უნდა აკრძალონ. ამაზე უნდა მიიღონ კანონი, ჩვენს ზურგზე გადადის ყველაფერი".

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრეეებმა ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს.  სავჭრო ცენტრების: "გრანდ მოლი"-ს, "იმერეთი-"ს, ასევე, ე.წ კეჩის ბაზრის და მამალაძის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტეტსებენ. მოვაჭრეებმა დილით ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს.
"ჩვენ ვაპროტესტებთ გარევაჭრობას და გვინდა რომ ქალაქი დაემგვანოს ქალაქს. არ შეიძლება ამდენი ტანსაცმელი და პროდუქტი  იყიდებოდეს ქუჩებში. სწორედ ამას ვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი აიკრძალოს. სიაგარეტის დაგდებაზე რომ არის კანონი და ჯარიმა, გარევაჭრობა უნდა აკრძალონ. ამაზე უნდა მიიღონ კანონი, ჩვენს ზურგზე გადადის ყველაფერი", – განაცხადეს მოვაჭრეებმა.
მათივე თქმით, ისინი წინააღმდეგი არ არიან თუკი გარემოვაჭრეები ბაზარში აიღებენ დახლებს და იქ მოახდენენ თავიანთი პროდუქციის რეალიზებას.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ასევე, მოვაჭრეებთან მისული იყო ქუთაისის მერი მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი. მიქიაშვილის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

თეკლე მორგოშია



Print