ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "საქნახშირის" თანამშრომლების საქმის განხილვა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "საქნხშირის" თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევს. დაიკითხებიან მოწმეებიც.

ერთ-ერთი დაკავებულის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებას იყყენებს. ის ექვსი დაკავებულიდან ერთადერთია, ვინც ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ დაკავებულს, მათთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

2018 წლის 5 აპრილს,  ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე სისხლის სამარათლის საქმე 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print