ახალი ამბები
"გვახსოვდეს 7 ნოემბერი" - ხონში აქცია მიმდინარეობს
FaceBook
"გვახსოვდეს 7 ნოემბერი", "არა 7 ნოემბრის შემოქმედთა შეწყალებას",

,,მოძალადე რეჟიმი ვერ დაბრუნდება", ,,წარსულში არ დავბრუნდებით" - ამ ლოზუნგებით აქცია მიმდინარეობს ხონის ცენტრში.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი 11 წლის წინ მომხდარი მოვლენების საზოგადოებისთვის გახსენება, ჩადენილი დანაშაულის შეფასება და პროტესტია.

ხონის ცენტრალურ ბაღში მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან შეკრებილები.
Print