ახალი ამბები
ავტობანზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, დაშავებულია ოთხი ადამიანი (ვიდეო)
FaceBook
თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
დაშავებულია 4 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან
ზუგდიდისკენ მიემართებოდა.



მომხდარზე გამოძიება  დაწყებულია 276 მუხლის პირველი ნაწილით. სავარაუდოდ, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან კი განათების ბოძთან შეჯხების შედეგად გადავარდა.
Print