ახალი ამბები
ქუთაისში დუმბაძის ქუჩა ერთი თვით გადაიკეტა
FaceBook
ქუთაისში დუმბაძის ქუჩა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბრიდან ერთი თვით გადაიკეტა.
გზის საფარის მოწესრიგება გრიშაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე იგეგმება.

ქუთაისის მერიის ინფორმაცით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად მოხდება გზის საფარის განახლება, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,დაგი +" ასრულებს.

ამ დროისთვის ქუთაისში ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამივე პროექტის ღირებულება 3 მლ ლარს შეადგენს.



Print