ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განმარტება თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
FaceBook
ქუთაისის მერია თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან  დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ხიდი უსაფრთხლოებასთან (კონსტრუქციულ მდგრადობასთან) დაკავშირებით არსებობს კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც პროექტს თან ახლავს. კონსტრუქციული დასკვნის ავტორია კონსტრუქტორი ჯონი ნასარეია. თეთრი ხიდი 80-იან წლებში წარმოადგენდა საავტომობილო გადაადგილების საშუალებას. შესაბამისად, მისი კონსტრუქცია, გათვლილია საავტომობილო დატვირთვაზე. 80-იან წლებში აღნიშნულ ხიდზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას. ასევე, ხიდის ამჟამინდელი დატვირთვა არის საფეხმავლო და ბევრად ნაკლებია, ვიდრე იყო გასული საუკუნის მიწურულს. 

კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ" ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით). აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ. სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ, შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით. მიბმულ ფაილებში ნახავთ დასკვნას კონსტრუქციის მდგრადობის შესახებ და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ნებართვას ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ", - ნათქვამვამია მერიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა. 
ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.



Print