ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს TU-KA- განახორციელებს.

იგი სამუშაოებს 534 655 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს.

რეაბილიტაციას დაექვემდებარება თეატრის შენობის როგორც ფასადი,ისე ინტერიერი, სცენა, დარბაზი, ასევე ეზო.

როგორც მშენებლობის ორგანიზების პროექტში წერია, რეაბილტაციის შედეგად თეატრს ექნება მოძრავი სცენა, დაგეგმილია მცირე ლიფტის მოწყობაც.

რეაბილიტაციის დაწყებას თეატრშ საკმაოდ ხანს ელოდნენ. ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, როგორც თეატრშ განმარტავდნენ ამის მიზეზი ტენდერში მონაწილე კომპანიების თეატრის სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა გახლდათ.

რეაბილიტაცია ექვსთვიან სამუშაოს გულისხმობს. იგი სავარაუდოდ აპრილში დასრულდება.

რემონტის დასრულებამდე თოჯინების თეატრი მესხიშვილისა და ოპერის თეატრებს შეაფარებს თავს. აღნიშნულ თეატრებში ინვენტარი უკვე გადაიტანეს.

როგორი იქნება რეაბილიტაციის შედეგ თოჯინების თეატრი ნახეთ აქ.

Print