ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში კვირის განმავლოვაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, შვიდ-რვა ნოემბერს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. 

"ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამის საათებში 8-13 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 18-23 გრადუსი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მათივე ცნობით მთიან რაიონებშიც თბილი ამინდები შენარჩუნდება და 16-21 გრადუსამდე სითბო იქნება.
Print