ახალი ამბები
რეაბილიტირებული თეთრი ხიდის გახსნა (ვიდეო)
FaceBook
რეაბილიტირებული თეთრი ხიდი საზეიმოდ გაიხსნა. ხიდის გახსნის ცერემონიალზე გოგი ალექსიძის საბალეტო დასმა ცისფერყანწელების ხმებზე პერფორმანსი წარმოადგინა. საღამო კი ქუთაისის საოპერო გუნდმა დაასრულა.



"ეს იყო ჩვენი პირველი დაპირება, რაც მივეცით ქუთაისელებს. დღეს ვხსნით თეთრ ხიდს, რომლის გარეშეც ქუთაისი წარმოუდგენელია",– განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ხიდის გახსნაზე. 

თეთრი ხიდის გახნას ქუთაისელები ხუთი თვე ელოდნენ.

ხიდზე მინის იატაკთან შერწყმული ლითონის ფილები  საზოგადოების ნაწილს არ მოეწონა.

ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 445 000 ლარი დაიხარჯა. 

Print