ახალი ამბები
ზესტაფონში სოფელ ზოვრეთის მოსახლეობა კომპანია "ჯეოსელს" უპირისპირდება
FaceBook
ზოვრეთის მოსახლეობა კომპანია "ჯეოსელის" გადამცემი ანტენების დამონტაჟების მცდელობას აპროტესტებს.
ადგილობრივები ტერიტორიას, სადაც ანტენები უნდა დამონტაჟდეს, სამი დღეა დარაჯობენ.
მოსახლეობის თქმით, სოფელ ზოვრეთში ანტენების განთავსების მცდელობა "ჯეოსელს" პირველად სამი წლის წინ ჰქონდა. თუმცა, ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო, მათი დამონტაჟება არ მოხდა.
ზოვრეთის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ანტენების დამონტაჟებას საკუთარი სიცოცხლის ფასადაც არ დათმობენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კომპანიას შესაბამისი ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან უკვე მიღებული აქვს.
"კომპანიას ყველა საბუთი შესაბამისობაში აქვს, სადაც წერია, რომ აპირებენ სოფლის მოსახლეობისთვის 4G ინტერნეტის მიწოდებას და აღნიშნულია ამ მოწყობილობის უვნებლობის შესახებ," - აცხადებს დავით მაღრაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 
ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა "ჯეოსელს" თუმცა, არასამუშაო დღის გამო კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. "ჯეოსელი" აღნიშნულ საკითხზე კომენტარს, სავარაუდოდ, ორშაბათს გააკეთებს.
ქუთაისიპოსტი აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს. ვიდეოსიუჟეტს სოფლის მოსახლეობის პროტესტისა და "ჯეოსელის" პასუხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 
დეა მანაგაძე



Print