ახალი ამბები
ქუთაისში თეთრი ხიდი საზეიმოდ გახსნეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში რეაბილიტირებული თეთრი ხიდი ზეიმით გახსნეს.
ხიდის გახსნის ცერემონიალზე გოგი ალექსიძის საბალეტო დასმა ცისფერყანწელების ხმებზე პერფორმანსი წარმოადგინეს.  საღამო კი ქუთაისის საოპერო გუნდმა დაასრულა.

"დღეს ვხსნით თეთრ ხიდს, რომელსაც რამდენიმე თვე ელოდნენ ქუთაისელები. ქუთაისი წარმოუდგენელია თეთრი ხიდის გარეშე. ჩვენ ხიდზე გადავიტანეთ ცისფერყანწელთა ფრაზები, რათა უფრო საინტერესო გამხდარიყო ის როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ყველა მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ თეთრი ხიდი ძვირფას მოგონებებს აღუძრავს ყველა ქუთაისელს,"-განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ხიდის გახსნაზე.




ხუთი თვის წინ, როცა ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა, თან ხიდის ესკიზიც გაასაჯაროვა.

ხიდის განახლებული ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავიდანვე დაიწუნა. ადგილობრივები ხიდის ვიზუალის გამო პროტესტს საჯარო სივრცეში ღიად გამოხატვდნენ და ქალაქის მერს მოუწოდებდნენ, აღნიშნული პროექტით არ მომხდარიყო ხიდის რეაბილიტაცია.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა.


ამავე თემაზე:

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)

თეთრი ხიდი "გრანდიოზულ გახსნამდე" ერთი კვირით ადრე (ვიდეო)
Print