ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს
FaceBook
ქუთაისის მერია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მომავალი კვირიდან იწყებს. როგორც მერიაში ამბობენ, ბიუჯეტის პრიორიტეტებს ქალაქის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საჯარო შეხვედრებზე გააცნობენ.

მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმაზე, რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2019 წელს.

ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელმა საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. დეპუტატები დოკუმენტს კომისიებში ათი დღის ვადაში განიხილავენ. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტს კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნებენ, რის შემდეგაც მერიას შენიშვნების გასათვალისწინებლად ორკვირიანი ვადა ექნება.

შესწორებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს არაუგვიანეს 10 დეკემბერს უნდა დაუბრუნოს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გავა.




Print