ახალი ამბები
25-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის
FaceBook
25-მდე მეშახტე ძიძიგურის სახელობის შახტშია და პროტესტის ნიშნად არ ამოდიან.

დასაქმებულების თქმით, ამ ფორმით ითხოვენ აღდგეს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები შახტში.

აქციის მონაწილეები მთავრობას და კონკრეტულად პრემიერს მიმართავენ, შეხვდნენ მეშახტეებს და დაინტერესდნენ მათი პრობლემით.

წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

პარალელურად, ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"იმის გამო, რომ ამ ხნის მანძილზე ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები ვერ აღდგა, კომპანია ხელფასებს ვეღარ იხდის," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შახტში მუშაობის აღდგენის მოთხოვნით დასაქმებულები გამგეობასთან არიან შეკრებილები. 

ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება გამოსწორდა და ნახშირის მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად მზად არიან.

წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მეშახტეებს მერის მოადგილე შეხვდა და მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ფინანსების არ ქონის გამო დასაქმებულებს ხელფასს ვეღარ გადაუხდიან.
Print