ახალი ამბები
რა ხდება საკლასო ოთახში, სადაც ჭერი ჩამოინგრა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ორ საკლასო ოთახში ჩამოიგრა.

"ჯერ ერთ კლასში ჩამოინგრა ჭერი გაკვეთილის დროს და მეორე გაკვეთილზე სხვა კლასში," - ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვეის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, როგორც ქუთაისიპოსტს აცნობეს, ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერის ჩამოგრევის შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ: "ხელ-ფეხი აქვთ ბავშვებს დალურჯებული,".

"არავინ დაშავებულა და არც არაფერი დაზიანებულა. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება"-აცხადებენ შსს-ში.

რამ გამოიწვია შენობაში ჭერის ჩამონგრევა, ამაზე სკოლის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებენ. 

სკოლაში ჭერის ჩამონგრევის გამო პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის თანამშრომლები სკოლის დირექტორს, მურად ჯიშკარიანს შეხვდნენ.

სკოლის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჭერის ჩამონგრევის მესამე შემთხვევაა.

სკოლას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯა. მშობლები მაშინ ამბობდნენ, რომ ჭერის დაზიანება მეორე სართულზე საკლასო ოთახების გაუქმებამ და საყრდენი კედლების მოხსნამ გამოიწვია.
Print